Apple-მა 2020 წლის გაზაფხულზე შესაძლოა ახალი საბიუჯეტო მოდელი წარადგინოს

Apple-მა 2020 წლის გაზაფხულზე შესაძლოა ახალი საბიუჯეტო მოდელი წარადგინოს. ამის შესახებ Nikkei წერს. მოწყობილობის დასახელებისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ახალ iPhone-ს 4,7 დუიმიანი ეკრანი ექნება, რაც 11,9 სანტიმეტრია. სწორედ იგივე სიგრძის ეკრანი აქვს iPhone 8-ს. სხვა ტექნიკური მახასიათებლები იგივე იქნება, რაც ფლაგმან მოდელს აქვს, რომელსაც კომპანია 10 სექტემბერს წარადგენს.

გამონაკლისი იქნება მხოლოდ დისპლეი, რომელიც OLED-ეკრანის ნაცვლად უფრო იაფფასიანი იქნება. სწორედ ეს დაწევს მოწყობილობის ღირებულებას.

აღნიშნული სმარტფონი შესაძლოა პირველი საბიუჯეტო მოდელი გახდეს 2016 წლიდან მოყოლებული, როდესაც კომპანიამ iPhone SE წარადგინა. მობილური მოწყობილობის დიაგონალი 4 დუიმიანი იყო, რაც 10 სანტიმეტრია და მისი ფასი 399 აშშ დოლარიდან იწყებოდა. მხოლოდ 2016 წელს მისი 30 მილიონი მოდელი გაიყიდა, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ 10 მილიონი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბიუჯეტო მოდელის გამოშვებით კომპანიას სურს დაიბრუნოს პოპულარობა განვითარებად ქვეყნებში, სადაც მომხმარებლები ძირითადად Huawei-ს და სხვა კონკურენტების სმარტფონებზე გადავიდნენ.

10 სექტემბერს კომპანია პრეზენტაციას გამართავს, სადაც შესაძლოა ერთდროულად სამი ახალი მოდელი წარადგინოს, რომლებიც XR, XS და XS Max-ის გაუმჯობესებული ვერსიები იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...