Apple-ის ზოგიერთ სერვისში მასობრივი შეფერხება დაფიქსირდა

Apple-ის პროდუქციის მომხმარებლები, კომპანიის ზოგიერთი სერვისის სარგებლობისას პრობლემებს წააწყდნენ. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდის სისტემური მდგომარეობის განყოფილებაშია აღნიშნული.

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ძალიან ბევრი სერვისი გაცილებით ნელა მუშაობს, ვიდრე აქამდე მუშაობდა. კერძოდ, მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ პრობლემა იქმნება iCloud-ზე ინფორმაციის შენახვისას.

გარდა ამისა, შეფერხებაა რიგი სხვა ფუნქციების შესრულებისას, როგორიცარის Back to My Mac, Find My Friends, Mail Drop და Photos.

მომხმარებლების პრეტენზიების საპასუხოდ კომპანიის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ დეპარტამენტს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად