Apple-ის საბჭომ, ტიმ კუკს კომპანიის 339 987 აქცია გადასცა

Apple-მა თავის აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ კუკს აქციების დიდი რაოდენობა გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ შეტყობინებაში.

დოკუმენტის თანახმად, კუკს გადაეცა 339 987 აქცია. ეს არის წარმოებული ფასიანი ქაღალდები. პაკეტის ღირებულება მითითებული არ არის.

“ტიმმა შეუდარებელი ინოვაცია და კონცენტრირება მოახდინა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, რაც აჩვენებს ღირებულებებზე და მთლიანობაზე დაფუძნებულ ხელმძღვანელობას. თითქმის ათწლეულის განმავლობაში ეს პირველად ხდება, რომ ჩვენ ტიმს ვანიჭებთ გრანტს, რომელსაც იგი მიიღებს მისი განსაკუთრებული ლიდერობისა და Apple-ს მომავლისადმი ღრმა რწმენის გამო”, – ითქვა საბჭოზე.

კუკმა ამჟამინდელი თანამდებობა 2011 წლის აგვისტოში დაიკავა, კომპანიის დამფუძნებლის სტივ ჯობსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად