Apple–ის მთავარმა დიზაინერმა თანამდებობა დატოვა

კომპანია Apple– ის მთავარმა დიზაინერმა ჯონათან აივმა თანამდებობა დატოვა,-ინფორმაციას პორტალი The Verge ავრცელებს.

ზაფხულის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჯონათან აივი Apple- ს დატოვებდა. თუმცა, როგორც The Verge აღნიშნავს, მთავარი დიზაინერის თანამდებობიდან წასვლის ზუსტი თარიღი უცნობი იყო.

52 წლის ჯონათან აივი კომპანია Apple–ში 1992 წლიდან მუშაობდა. 1996 წლიდან ის დიზაინის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მან შეიმუშავა ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა iPhone, iPod და Mac-ი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად