Apple-ის კაპიტალიზაციამ კვლავ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

ჭკვიანი ტელეფონების მწარმოებელი კომპანია Apple-ის კაპიტალიზაციამ კვლავ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. კომპანიის აქციები 10,03%-ით, 246 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საბაზრო ღირებულებამ კი 1,08 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამას ხელი შეუწყო იმან, რომ ინვესტორები ყიდულობდნენ ფასიან ქაღალდებს იმის მოლოდინში, რომ აშშ-ის კონგრესი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს დაამტკიცებდა. აქციებს ზრდას აგრეთვე ხელი შეუწყო საფონდო ბირჟებზე მომხდარი ძლიერი ვარდნის შემდეგ შემოსავლების ფიქსაციამ.

მანამდე, ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელებით გამოწვეული პანიკის ფონზე, კომპანიის აქციების ფასი 224,37 აშშ დოლარამდე დაეცა, ხოლო კაპიტალიზაციამ 981,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ერთი თვის წინ, კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში ვერ მოახერხებდა გეგმით გათვალისწინებული მოგების – 63-67 მილიარდი აშშ დოლარის დაფიქსირებას. ამის მიზეზად კი ახალი კორონავირუსის პანდემია და ჯაჭვური რეაქციის დარღვევა დასახელდა.

სიტუაცია მას მერე გაუარესდა, რაც კომპანიამ დახურა თავისი მაღაზიები ჩინეთის გარდა ყველა ქვეყანაში. ამან კი iPhone-ებისა და კომპანიის სხვა პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებლების დაცემა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად