Apple-ის დირექტორმა, კორონავირუსის გამო, თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლება მისცა

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა, კომპანიის გლობალური ფილიალის თანამშრომლებს, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სახლიდან მუშაობის უფლება მისცა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კორპორაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ, 9-დან 13 მარტამდე არ გამოცხადდნენ ოფისებში, თუკი მათი საქმიანობის სფერო ამის აუცილებლობას არ მოითხოვს.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 041 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 3 825-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 3 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 6 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 19 – საფრანგეთში, 6 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 366 – იტალიაში, 50 – სამხრეთ კორეაში, 194 – ირანში, 21 – აშშ-ში, 3 – ავსტრალიაში, 1 – ტაილანდში, 6 – ერაყში, 17 – ესპანეთში, 1 – სან მარინოში, 2 – შვეიცარიაში, 3 – დიდ ბრიტანეთში, 1 – არგენტინაში, 3 – ნიდერლანდებში, 1 – ეგვიპტეში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 62 000 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად