Apple ამაზონის ტყეების აღდგენისთვის თანხას გამოყოფს

ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Apple, ხანძრის შედეგად ამაზონის ტყის განადგურებული ნაწილის აღდგენის მიზნით რესურსს გამოყოფს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა თავის Twitter-ზე დაწერა.

„საშინელებაა იმის ყურება, თუ როგორ ანადგურებს ცეცხლი ამაზონის ტროპიკულ ტყეებს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემაა. Apple გაიღებს რესურსს, რათა დაეხმაროს პლანეტას შეინარჩუნოს ბიომრავალფეროვნება და ლათინურ ამერიკაში აღდგეს ფასდაუდებელი ამაზონის ტყეები“, – წერს ტიმ კუკი.

2013 წლიდან მოყოლებული, რაც დაკვირვება ხორციელდება, მიმდინარე წელს, ბრაზილიაში მომხდარმა ტყის ხანძრებმა რეკორდი მოხსნა. გასულ წელთან შედარებით, ხანძრების რაოდენობა 83%-ით გაიზარდა.

ქვეყნის პრეზიდენტის მტკიცებით, ტყის ხანძრების მომატებული რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი ფერმერები არიან, რომლებიც ტყის მასივებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებისთვის ათავისუფლებენ, მეორე მიზეზი კი, მისი თქმით, ეს ცხელი, მშრალი და ქარიანი კლიმატია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...