Apple 5G მხარდაჭერის მქონე ჭკვიან საათებს დააპატენტებს

ამერიკულმა კომპანიამ Apple, აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროში შეიტანა განაცხადი, რომელიც ჭკვიან საათ Apple Watch-ისთვის 5G ტექნოლოგიის მხარდაჭერის დაპატენტებას ეხება.

განაცხადის ტექსტიდან ირკვევა, რომ მოწყობილობას შეეძლება მონაცემების სხვა გაჯეტისთვის, კომპიუტერისთვის, ჭკვიანი ტელეფონისთვის გადაცემა IEEE 802.11ad-ის კავშირის პროტოკოლის ან მეხუთე თაობის უსადენო სისტემის მეშვეობით. სიგნალის ანტენები კი ჩამონტაჟებული იქნება ან ჭკვიანი საათის კედლებში, ან ეკრანის ქვემოთ.

აგვისტოში Bloomberg წერდა, რომ ამერიკული კომპანია უახლოესი თვეების განმავლობაში მთელი რიგი ახალი მოდელების გამოშვებას აპირებს, მათ შორის IPhone-ის სამი ახალი მოდელის, MacBook Pro-ს ყველაზე დიდი ზომის ნოუთბუქის, განახლებული პროცესორისა და კამერის მქონე iPad Pro-ს, აგრეთვე Apple Watch-ის ახალ ვერსიას და AirPods-ის ყურსასმენებს.

ივლისში კომპანიამ Apple, Intel-სგან ჭკვიანი ტელეფონებისთვის მოდემების წარმოების ბიზნესის შესყიდვის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...