აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს მინესოტას გენპროკურორი უხელმძღვანელებს

აშშ-ში, კერძოდ მინეაპოლისში, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმის გამოძიებას, მინესოტას გენერალური პროკურორი კიტ ელისონი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ CBS იუწყება.

ამ დრომდე, გამოძიებას ხელმძღვანელობდა ოლქის ადვოკატი ჰენეპინ მაიკლ ფრიმენი. ამასთან, CBS-ის ცნობით, მინესოტას გუბერნატორმა ტიმ უოლსმა დახმარება ითხოვა სახელმწიფო გენერალური პროკურორისგან. სავარაუდოდ, ელისონი და ფრიმენი ერთმანეთს დღეს შეხვდებიან და გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. პარალელურად, შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ფლოიდის გარდაცვალების გარემოებებს იძიებს.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად