აფრიკაში მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინას შეამოწმებენ

აფრიკის ქვეყნებში, მალე მსოფლიოში პირველად, მალარიის ვაქცინის ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყება, რომელითაც შესაძლოა ბავშვები ინფიცირებისგან ნაწილობრივ დაიცვან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის თანახმად, ვაქცინა 4-ჯერ უნდა გაკეთდეს. პირველი სამი წელი ყოველკვირეული ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს, ხოლო მეოთხედ – 18 თვის შემდეგ.
ვაქცინის ეფექტურობა სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით მხოლოდ 40% -ს შეადგენს. ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 90% -ია, ჯერ არ განიხილება.

ინფიცირებულთა 90% -ზე მეტი აფრიკაში იმყოფება. ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან. 2017 წელს მსოფლიოში მალარიის გამო, 435 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...