აფრიკაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 103 ათასს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ აფრიკის ქვეყნებში 3 897 427 შეადგინა. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეგიონულმა ოფისმა განაცხადა.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,331-ით გაიზარდა და 103,700 ადამიანი შეადგინა. 3,4 მილიონი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა უმეტესობა სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა – 1,513,393 და 49,993 შესაბამისად. ეგვიპტეში გამოვლინდა გარდაცვალების 10 688 და ინფიცირების 182,424 შემთხვევა. მაროკოში 8,623 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად.

სამხრეთ აფრიკას ინფექცირებისა და სიკვდილიანობის რაოდენობით მოსდევს ეთიოპია (159 072 და 2 365 შესაბამისად), ნიგერია (155 657 და 1,907) და კენია (105 973 და 1 856).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...