აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა

14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თავდაცვის მინისტრთან ერთად, გმირებს პატივი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა და სხვა სამხედრო პირებმა მიაგეს. გმირთა მემორიალთან, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად