გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა. აფხაზეთის ომს ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ასიათასობით ადამიანი კი დევნილად იქცა.

ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...