აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირებს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 11:00 საათზე გაიმართება.

14:00 საათზე დაგეგმილია გამოსვენება, 15:00 საათზე კი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირებს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ოჯახის წევრებს 13 აგვისტოს შეატყობინეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წჯსკ-ს ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული. პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.

ამ 13 ადამიანის ნეშტი მოძიებულ იქნა 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს. მსოფლიო გამოცდილების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტიფიცირება წჯსკ-ს მიერ მრავალდარგობრივი მეცნიერული პროცესის მეშვეობით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად