აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ მრავალშვილიან დედებს „კარფური“-ს წარმომადგენლებთან ერთად საჩუქრები გადასცა

3 მარტთან დაკავშირებით, აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ,  სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა. მინისტრმა, კომპანია „კარფური“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნინო რამიშვილთან და  „კარფურ ისთ ფოინთი“-ს გენერალური მენეჯერთან, ჯოზეფ კოჩანდრლესთან ერთად დევნილ ოჯახებს საჩუქრები გადასცა.

სასაჩუქრე კალათები,  პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები  თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.

„აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალურად დაუცველ ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის დახმარებების გაწევა. სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, დედის დღე მივულოცეთ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან დედებს. სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას“, – განაცხადა ლევან თევზაიამ.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  კომპანია „კარფური“ აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის ა/რ მთავრობასთან და ჩართულია დევნილი ოჯახების მხარდასაჭერად დაგეგმილ სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...