აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა თემურ ნადარაია თანამდებობიდან გაათავისუფლა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ შესაბამის ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მის ნაცვლად თანამდებობაზე ომარ ბგანბა დაინიშნა, რომელიც 2016 წლიდან დღემდე გულრიფშის ე.წ. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

წყარო abkhazinform.com

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად