აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამკურნალოდ მყოფ აფხაზეთის მოქალაქეებს დღეიდან უკან დაბრუნების უფლება ეძლევათ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოში სამკურნალოდ მყოფ აფხაზეთის მოქალაქეებს“ ენგურის ხიდის გავლით დღეიდან უკან დაბრუნების უფლება ეძლევათ.

ამის შესახებ „გალ ტვ“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ექიმზე, ლუდმილა სკორიკზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით,
მგზავრებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის ცნობა. გარდა ამისა, მათ ენგურის ე.წ. საკოტროლო გამშვებ პუნქტთან შეამოწმებენ ექიმებიც.ამასთან, კორონავირუსზე ანალიზი ადგილზე ჩაუტარდება იმ პირებს ვისაც შესაბამისი ცნობა არ ექნება.

როგორც სკორიკი აცხადებს, ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულებს 14 დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად სამართალდამცავებიც გააკონტროლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად