აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ლათინური ამერიკის ქვეყნებს აღიარების თხოვნით მიმართავს

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა გამართულ ღონისძიებაზე შეიმუშავეს ერთობლივი მიმართვის დადგენილება, რომლითაც ეკვადორის, ბოლივიის, კუბის, ანტიგუასა და ბარბუდას, სენტ-ლუსიისა და დომინიკის რესპუბლიკის პარლამენტებს მიმართავენ თხოვნით, აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა,-ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აღნიშნული ნაბიჯის ინიციატორი ე.წ დეპუტატი საიდ ხარაზიაა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექსტი ასევე ჩამოთვლილ ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის ელჩებს, წინადადების მხარდაჭერის მიზნით გაეგზავნებათ.

"რუსეთთან სტრატეგიუელი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩამოთვლილ ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის ელჩებს მივმართავთ თხოვნით, გაგვიწიონ მხარდაჭერა აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების მიზნით",-განაცხადა ხარაზიამ.

დადგენილების ტექსტი ე.წ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ამავე ტექსტით დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე მიმართავდნენ ყაზახეთს, ბელარუსს, ბრაზილიასა და არგენტინას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად