აფხაზეთიდან შემოყვანილ 55 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 2 აგვისტოს 21 ნიმუში იქნა გამოკვლეული, 15 კარანტინიდან, 2 თვითიზოლაცია, 1 სამედიცინო პერსონალი, 3 პაციენტი. 20 პირის ლაბორატორიული პასუხი უარყოფითია, 1 პაციენტის პასუხი დადებითი.

დადასტურებული შემთხვევა 55 წლამდე ქალბატონია, რომელიც გადმოყვანილია აფხაზეთიდან და გადაიყვანეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

პროცესში ჩართულია აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო, დამატებითი კომენტარისთვის შეგიძლიათ მათ მიმართოთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად