აფეთქებისას დაშავებულ 21 წლის მამაკაცს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება

დიღმის მასივში, რამდენიმე საათის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად, 8 ადამიანია დაშავებული. აქედან ორი მათგანი ექიმების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ფეთქებისას დაშავებულ 21 წლის მამაკაცს სხეულის 35%-იანი დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება

ექიმების ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში რჩება.

„გიორგი ხოშტაირა 21 წლის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში სხეულის თერმული დაზიანებით, 35%, თერმო ინჰალაციური დაზიანება სასუნთქი გზების. ამ დროისათვის, პაციენტი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

ოპერაციული ჩარევა სავარაუდოდ, მას შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ ეს უფრო ხვალ გადაწყდება. ამ ეტაპზე, რაიმე კრიტიკული ცვლილება მის ორგანიზმში და მის ზოგად მდგომარეობაში არ აღინიშნება, თუ რაიმე დაავადების მსვლელობისას გამოიხატა, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები,“ – განაცხადა რეანიმაციის მორიგე ექიმმა, იაგო მათიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...