აფეთქების შედეგად ჰაერის დაბინძურების გამო, ბეირუთის მოსახლეობას რესპირატორული ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ

ბეირუთის პორტში მომხდარმა აფეთქებამ და ხანძარმა ჰაერში გაზებისა და ნაწილაკების გაფრქვევა გამოიწვია, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცებისთვის. როგორც ნათქვამია ორგანიზაცია Greenpeaсe-ს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილებაში, მაცხოვრებლებს ეძლევათ რესპირატორული ნიღბების ტარების რეკომენდაცია მავნე ნივთიერებებისგან თავის დასაცავად.

ბეირუთში აფეთქება გამოიწვია საწყობში შენახულმა 2.7 ათასმა ტონა ამონიუმის ნიტრატმა. ამ ტიპის ხანძარი იწვევს დამაბინძურებელი აირების, განსაკუთრებით აზოტის ოქსიდების დიდი რაოდენობით განთავისუფლებას. გარდა ამისა, ხანძრის გამო, სხვადასხვა მცირე მყარი ნაწილაკები შეიძლება გამოიყოს, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, თუ მოხდება ამ ნაწილაკების ინჰალაცია.

”ალბათ ახლა, როდესაც ხანძარი ჩაქრა, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მძიმე ეტაპი დასრულდება, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი უკვე დაზარალებულიყო ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურების შედეგად.” – ნათქვამია განცხადებაში.

ამ მომენტში, ჰაერის დაბინძურების გამო, ადამიანმა შეიძლება განიცადოს სუნთქვის გაძნელება, თვალებისა და კანის გაღიზიანება. აღინიშნება, რომ რისკის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, ასევე გულის ან სუნთქვის პრობლემების მქონე პირები.

დამცავი ღონისძიების სახით, ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს დამცავი რესპირატორული ნიღბის ტარებას. ამავდროულად, მიზანშეწონილია ბავშვებსა და მოხუცებულთა დარჩენა სუფთა ოთახებში. სახლები კარგად უნდა გაიწმინდოს. მოხმარებამდე, ბოსტნეული და ხილი კარგად უნდა გაირეცხოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად