აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილს სასტუმროში გადაიყვანენ

დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილს სასტუმროში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა.

დიდუბის გამგებლის განმარტებით, უახლოეს დღეებში ოჯახები უკვე ქირით გადავლენ, რომელსაც გამგეობა დაფარავს.

“მათ, ვისაც აქვს წასასვლელი, წავლენ ახლობლებთან, ვისაც არ აქვს წასასვლელი – გადავიყვანთ სასტუმროში. რა თქმა უნდა, უნხლოეს დღეებში ყველა ეს ოჯახი მოიძიებს ბინის ქირას და გადავუხდით, უზრუნველყოფას გავუკეთებთ”,-განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, დიღომში აფეთქებისას 3 საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, 8 მოქალაქე დაშავდა, დაზიანდა 4 ავტომანქანა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...