“აფეთქების დღეს ირაკლი ფირცხალავამ თავად გადარეკა სოსანაშვილთან”

"მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია უცვლელია, თავს დამნაშავედ არ ცნობს და შევეცდებით, დავასაბუთოთ მისი უდანაშაულობა: – განაცხადა გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ "იმედი კვირაში".

"ის ამბობს, რომ მას ჰყავს მთელი რიგი მოწმეები, რომ იმ ავბედით დღეს შემთხვევის ადგილას არ ყოფილა.  რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, გია სოსანაშვილი ფირცხალავას ურეკავდა 19 იანვარს დღესასწაულის მისალოცად, მაგრამ მაშინ ირაკლიმ არ უპასუხა. ისინი იყვნენ უბრალოდ ნაცნობები. 20 იანვარს ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოხდა გადარეკვა და გადამოწმება, თუ ვინ დაუკავშირდა მას."- განაცხადა ჯოგლიძემ

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. პროკურატურის განცხადებით,

"ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად