A1 ბანერი

აფეთქება პარიზის ცენტრში – ფოტორეპორტაჟი

პარიზის ცენტრში, შენობაში გაჩენილ ხანძარს ძლიერი აფეთქება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, ხოლო ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხობი, რომელიც სენობის პირველ სართულზე მდებარეობდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ. ბოლო მონაცემების მიხედვით, სულ დასავებულია 20 ადამიანი, რომელტაგანაც 7-მა მძიმედაზიანებები მიიღო, ხოლო 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა გარეთ გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი. დაშავებულთა შორის ორი მეხანძრეა. რაიონი, სადაც აფეთქება მოხდა, პოპულარული ტურისტული ზონაა. ამ რაიონშივე მდებარეობს პარიზის ოპერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...