აფეთქება მოხდა ქალაქ ბორდოს ცენტრში, დაშავდა მინიმუმ 3 ადამიანი

აფეთქება მოხდა შაბათს, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ბორდოს ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. ამის შესახებ სატელევიზიო არხმა BFM განაცხადა.

როგორც ქალაქის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, აფეთქების შედეგად დაშავდა მინიმუმ სამი ადამიანი, ორი ადამიანი კი დაიკარგა.

BFM–ის ცნობით, შემთხვევა მოხდა შენობის ერთ-ერთ ზედა სართულზე, რომელიც მდებარეობს ჩარტონის კვარტალში, მოედან Picard–ის მახლობლად. აფეთქების ტალღამ დაამსხვრია ფანჯრები მიმდებარე მაღაზიებში.

გაზეთ Sud Ouest იტყობინება, რომ აფეთქებამ გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის განადგურება. გაზეთის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დახმარება გაუწიეს ხუთ მაცხოვრებელს. კიდევ რამდენიმე შენობა დანგრევის საშიშროების წინაშეა. მაშველები ძაღლებთან ერთად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ.

გაზეთის ცნობით, ტრაგედიის ყველაზე სავარაუდო მიზეზი საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქება გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...