აპატურაი: ვფიქრობ, ყველა ქართველი დამეთანხმება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს უფრო მშვიდი
საქართველოს ძალიან იმედიანად ვტოვებ, რეფორმები კარგად მიმდინარეობს, უკვე გვაქვს კარგი გეგმები მომავალი წლისთვის, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებისას განაცხადა.