AP: სირიაში ალ-ბაღდადის და და მისი ოჯახის წევრები დააკავეს

სირიაში რასმია ავადი დააკავეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მოკლული ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უფროსი დაა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press- ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

მისივე თქმით, 65 წლის ავადი ექსტრემისტულ დაჯგუფებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. იგი ორშაბათს, ღამით ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს.

ავადი სატვირთო ავტომობილში ოჯახთან ერთად სირიის პროვინცია ალეპოში ცხოვრობდა. ამ ტერიტორიას თურქეთი აკონტროლებს.

წყარო აცხადებს, რომ ავადთან ერთად მისი მეუღლე, რძალი და ხუთი შვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი უკვე დაკითხეს.

29 ოქტომბერს, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო, რომელიც სირიაში, ალ-ბაღდადის სალიკვიდაციო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას და რომელიც დაიჭრა. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძაღლს ჯანმრთელობისთვის საშიში ტრავმები არ მიუღია.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ დონალდ ტრამპმა 27 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, სამხედროებმა იგი გვირაბში მოიმწყვდიეს, სადაც ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად