AP: აშშ-ს ხელისუფლებამ რუსეთის მიერ ვისკონსინის შტატში კიბერთავდასხმების ფაქტი უარყო

აშშ-ს უსაფრთხოების სამინისტრომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რუსეთის ხელისუფლებამ ჰაკერების დახმარებით ვისკონსინის შტატის ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემაზე თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press (AP) სახელმწიფო ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მანამდე, პარასკევს, 22 სექტემბერს, ამავე უწყება იტყობინებოდა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს "რუსეთმა ჰაკერული შეტევა" ამერიკის რამდენიმე შტატში, მათ შორის ვისკონსინში განახორციელა. თუმცა, სამშაბათს, 26 სექტემბერს, სააგენტომ ძალიან განსხვავებული, მონაცემები გაავრცელა“,-წერს სააგენტო.

23 სექტემბერს, Associated Press წერდა, რომ აშშ-ის მთავრობის ცნობით, რუსმა ჰაკერებმა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს 21 შტატში ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს. Reuters-ს აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის წყარომაც დაუდასტურა, მაგრამ მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ვისკონსინის შტატში საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ ჰაასმა ასევე Reuters დაუდასტურა, რომ შტატში ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

მისი თქმით, "რუსეთის მთავრობის" მიერ დაქირავებულმა ჰაკერებმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაზე სცადეს კიბერთავდასხმა. თუმცა, მათი მცდელობები, ისევე, როგორც დანარჩენ შტატში, წარმატებული არ აღმოჩნდა. Associated Press- ის თანახმად, ჰაკერებს ილინოისის შტატში მხოლოდ საარჩევნო სისტემებზე ჰქობდათ წვდომა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად