ანზორ მელია: ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება

“მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დღისა, ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით, ეს წარმოუდგენელი იყო, იმიტომ, რომ არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას”.

ასე მიმართა “ნაცინალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელაის მამამ, ანზორ მელიამ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

“მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დღისა, ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით, ეს წარმოუდგენელი იყო, იმიტომ, რომ არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ, ნიკა თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, მაგრამ ეს რომ თქვენ დაინახეთ, შეიყვარეთ, თქვენ რომ ეფერებით, რომ მლოცავთ მე, ჩემ მეუღლეს და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა.

მე ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად