პარტია “ნაციონალური მოძრაბის” თავმჯდომარი ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მივიდა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
“მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღვანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს, იმიტომ რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს. ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ. საქართველოში მალე გათენდება”, – განაცხადა ანზორ მელიამ.
დღე დილით პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.