ანზორ მელია: იმდენი ლანძღვა მივიღე ჩემი უადგილო განცხადებების გამო, რომ პოლიტიკას ჩამოვშორდი!

როგორ აფასებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ მფლობელი, პროფესორი ანზორ მელია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიაში და საკმაოდ მკვეთრ განცხადებებსაც აკეთებდა, რას ფიქრობს ის დღეს და რატომ აღარ სურს პოლიტიკაზე საუბარი?

„აიპრესი“ ანზორ მელიას ესაუბრა.

"მე ჩამოვშორდი პოლიტიკას, იმდენი ლანძღვა მივიღე ჩემი უადგილო განცხადების გამო, რომ პოლიტიკურ განცხადებებს მოვეშვი, არ ვაკეთებ! სამედიცინო სფეროზე შემეკითხეთ და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. მე პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი არასდროს.

სამწუხაროდ სამედიცინო სფეროზე ვერ დავსვამ კითხვას, არ ვარ კომპეტენტური…

ჩემზე წინასწარ თქვეს, თავს იკლავსო, 10 დღე დარჩა, 15 დღე დარჩა, 5 დღე დარჩაო. პოლიტიკას ჩამოვშორდი და დავისვენე. პირველ რიგში, ჩემ შვილს ვცემ პატივს და არ გავაკეთებ პოლიტიკაზე კომენტარს და არც ჩავერევი. 

მე არ ვიყავი არჩევნებზე, კანში ვიყავი, რადგან დაგვაჯილდოვეს და ევროპაში საუკეთესო კლინიკის წოდება ავიღეთ. ჩემი მოსაწონი მთავრობა არც ყოფილა, არც არის და არც იქნება" განაცხადა "აიპრესთან" ანზორ მელიამ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას "აიპრესი" ანზორ მელიასთან დღეს შემოგთავაზებთ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...