ანზორ მელია: ეს ყოფილა საშინელი ინფექცია, მტერს არ ვუსურვებ, რაც კლინიკაში ხდებოდა

ეს ყოფილა საშინელი ინფექცია, მტერს არ ვუსურვებ, რაც კლინიკაში ხდებოდა. შოკირებულები ვიყავით, – ამის შესახებ კლინიკა “გულის” დირექტორმა ანზორ მელიამ “ფირმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“რეგულაცია რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ თუ დადასტურდა კლინიკაში კოვიდ ინფექცია, მაშინ კლინიკა ვალდებულია უმკურნალოს ასეთ ავადმყოფებს, ამისთვის ჩვენ არც შესაძლებლობები გვაქვს და არც გამოცდილება. მაშინ ამას უნდოდა წინასწარ მომზადება. ერთი ორი თვე მაინც იყო საჭირო, რომ კარდიოლოგები ასეთი ინფექციისთვის მოემზადებინათ. ასე ელვისებური სისწრაფით კლინიკაში იმიტომ გავრცელდა ეს ინფექცია, რომ 2-3 დღე ავადმყოფი სხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში ვერ გადაგვყავდა. ავადმყოფების რაოდენობა ყოველდღე მატულობდა. გადაყვანა იწელებოდა 2-3 დღე და ისიც მხოლოდ ნაცნობობით კეთდებოდა. კლინიკის დირექტორებს ვეხვეწებოდით და იმათაც არ შეეძლოთ ზოგჯერ გადაყვანა.

მედპერსონალს ხომ ვერ ამორიგევებ 48 საათი ან 72 საათი?! 24 საათი რომ ვამორიგევეთ და მეორე დღეს ვერ გადავიყვანეთ ინფიცირებული ავადმყოფი, მეორე დღეს ბრიგადა რომ შეიცვალა, ის ბრიგადაც დაავადდა იმის მიუხედავად, რომ დიდი ხარჯები გავიღეთ დეზინფექციაში, ხალათებსა და ნიღაბებში, სპეციალურ მოწყობილობებში. რას არ ვაკეთებდით, მაგრამ უძლური აღმოვჩნდით. ეს ყოფილა საშინელი ინფექცია. არც წარმომედგინა ეს, ჩემ მტერს არ ვუსურვებ, რაც კლინიკაში ხდებოდა. შოკირებულები ვიყავით. კიდევ კარგი სამინისტრომ შემოიტანა ტესტები და მას ვუკეთებდით ექიმებსა და ექთნებს. დღეში 7-8 კოვიდ ინფიცირებული თანამშრომელი ტოვებდა კლინიკას. ბოლოს ექიმისა და ექთნის გარეშე დავრჩით და იძულებული გავხდით, რომ კლინიკა დაგვეხურა”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად