ანზორ ბიწაძე: 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო

ასე უპასუხა გადაცემის წამყვანის, ირაკლი იმნაიშვილის კითხვას ნინო ბურჯანაძის ვაჟიშვილმა ანზორ ბიწაძემ.

ანზორ ბურჯანაძის თქმით, ომს საკუთარ ქვეყანაში ჩვენ ვერ დავიწყებდით, ამიტომ ცხადია, დაიწყო რუსეთის ფედერაციამ.

“რატომ გგონიათ, რომ შემეშინდება ან დავუფრთხები ამის თქმას. თქვენ ხართ პირველი ადამიანი, რომელიმაც აღნიშნა, რომ ამ მოვლენებს ვუყურებდი ჩემი თვალით და იქ ვიყავი. თუმცა, ვთვლი, რომ შესაძლებელი იყო და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა შანსი, თავიდან აეცილებინა ეს ყველაფერი” – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად