ანზორ ბიწაძე: ეროვნული ბანკი გადაიქცა ანტიკორონას შტაბის წევრად

ეროვნულ ბანკსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ანზორ ბიწაძემ ტვ ,,პირველის” ეთერში ისაუბრა.

„ყველას დაგვავიწყდა ინსტიტუტი, რომელიც ქართველ ხალხს აღარიბებს და ყოველდღიურად მეტ თანხას კარგავს ჩვენი მოსახლეობა. ეს არის ეროვნული ბანკი, რომლის რეალური დამოუკიდებლობა ვერ მივიღეთ და ვერც მივიღებთ თუ არ იქნება კარგად დაბალანსებული კოალიციური მთავრობა.
ეროვნული ბანკი გადაიქცა ანტიკორონას მთავრობის შტაბის წევრად, რომელიც ემსახურებოდა ,,ქართული ოცნების” გეგმას როგორმე გადაევადებინათ არჩევნები. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა აუცილებელია, რადგან პროგნოზირებადი იყოს ქვეყნის ეკონომიკა”, – განაცხადა ბიწაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად