ანტვერპენის გარეუბანში აფეთქების შედეგად სამი კერძო სახლი დაინგრა, არიან დაშავებულები

ანტვერპენის სამხრეთ გარეუბანში – ვილრეიკის კომუნაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სამი კერძო სახლი განადგურდა. ინფორმაციას გამოცემა Gazet van Antwerpen ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტი 12:30 საათზე მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, ადგილზე ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და მაშველები იმყოფებიან. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ამჟამად სამართალდამცველები, მაშველები და კინოლოგები იმ ადამიანების ძებნას განაგრძობენ, რომლებიც შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილნი.
აფეთქების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე სკოლაში მინები ჩაიმსხვრა. შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.
გარდა ამისა, მეზობელ სახლებში ჭერი დაზიანდა. ანტვერპენის მერმა ბარტ დე ვევერმა Twitter- ზე დაწერა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად