ვაქცინების განაწილების შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის ზრდა დაავადებისგან, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის მუტაციის შედეგად. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
“არსებობს რეალური საფრთხე, რომ ვირუსი გარდაიქმნება უფრო ინფექციურ და მომაკვდინებელ ვარიანტებად, რომლებიც შეიძლება იყოს მდგრადი არსებული ვაქცინების მიმართ”, – თქვა მან.
ამასთან დაკავშირებით, გუტერეშმა მოითხოვა მსოფლიოში ვაქცინების წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა და მათი უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. “ვაქცინები სწრაფად ჩნდება მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ხოლო მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში ვერ იღებენ მათ”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
“თუ განვითარებულ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ისინი უსაფრთხოდ იქნებიან, სანამ ვაქცინაციას მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს უკეთებენ, ხოლო დანარჩენ მსოფლიოს კი უგულებელყოფენ, ისინი ცდებიან”, – განაცხადა მან.