ანტონიუ გუტერეში: პანდემიის შემდეგ, შიმშილის მაჩვენებელი ისტორიულ მასშტაბებს მიარწევს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტინიუ გუტერეშმა გააფრთხილა, რომ კორონავირუსულმა პანდემიამ შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიღოს გლობალური ეკონომიკისთვის, თუკი არ იქნება მიღებული სასწრაფო ზომები. მან ასეთი განცხადება გააკეთა ხუთშაბათს, მაღალი დონის ვიდეო ღონისძიებაზე, პანდემიის დროს და მის შემდეგ განვითარების დაფინანსების შესახებ.

“თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, კორონავირუსული პანდემია გამოიწვევს წარმოუდგენელ განადგურებას და ტანჯვას მთელ მსოფლიოში,” – თქვა გენერალურმა მდივანმა.

“შიმშილი მიაღწევს ისტორიულ მასშტაბებს. 60 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება უკიდურეს სიღატაკეში. მსოფლიოს მთლიანი შრომითი რესურსების ნახევარზე მეტი – 1.6 მილიარდი ადამიანი – ხელფასის გარეშე დარჩება”, – აღნიშნა მან.

გუტერეშის თქმით, მსოფლიო წარმოების ვარდნამ შეიძლება 8,5 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს, რაც ყველაზე მკვეთრი შემცირება იქნება 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად