ანტონიუ გუტერეში: 2021 წელი უნდა იქცეს პანდემიის დაძლევისა და მისგან განკურნების წლად

შემდეგი წელი კაცობრიობამ უნდა დაუთმოს კორონავირუსის პანდემიის დაძლევასა და მისი შედეგებისგან განკურნებას, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ვიდეო მიმართვაში ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

“მოდით ყველამ ერთად დავძლიოთ კლიმატის კრიზისი, შევაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება და 2021 წელი განკურნების წლად ვაქციოთ. მომაკვდინებელი ვირუსის შედეგებისგან განკურნების წლად. დანგრეული ეკონომიკისა და საზოგადოებისგან განკურნების წლად და ჩვენი პლანეტის განკურნების დაწყების წლად.” – განაცხადა მან.

“ასეთი უნდა იყოს ჩვენი საახალწლო დაპირება 2021 წლისთვის”, – აცხადებს იგი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით, მან ყველას ბედნიერი და მშვიდობიანი ახალი წელი უსურვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...