ანტონიუ გუტერეში: 2020 წელი ჩვენს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე ცუდი წელიწადია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 2021 წელს მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის ორი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა: კორონავირუსის პანდემიის დამარცხება და კლიმატის ცვლილების შეჩერება.

“ჩვენ საშინელი წელი გვქონდა. 2020 წელი ალბათ ყველაზე ცუდი წელია ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ 2021 წელი გადაწონის სიტუაციას”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

გუტერეშის თანახმად, “ეს უნდა იყოს წელი, როდესაც უნივერსალური ვაქცინაცია დაიწყება ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ”.

“ასე რომ, რა თქმა უნდა, 2021 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება პანდემიის დამარცხება და მდგრადი და ინკლუზიური გამოჯანმრთელების პერიოდის უზრუნველყოფა. მეორე პრიორიტეტი არის კლიმატის საგანგებო ვითარება. 2021 წელი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რადგან ჩვენ ვემზადებით გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციისთვის გლაზგოში”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...