ანტონ პლესნოიმ ატაცის ოქროს ორჭიდის ბრინჯაო შემატა!

ტაილანდის ქალაქ პატაიაში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში

ეს წუთია დასრულდა ასპარეზობა 96კგ წონითი კატეგორიის ძალოსანთა შორის

წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონატს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი. მან პირველ მოძრაობაში სამი ცდა წარმატებით გამოიყენა, თანმიმდევრობით აიტაცა 172კგ, 177კგ და181 კგ და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მეორე მოძრაობაში პლესნოიმ 203კგ, შემდეგ 209კგ და ბოლოს 213კგ აკრა და მე-4 ადგილი დაიკავა.

ორჭიდის ჯამში ანტონ პლესნოიმ 394კგ ასწია, რამაც მას მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ამრიგად, გუშინ რევაზ დავითაძის მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს და მცირე ოქროს მედალს დღეს ანტონ პლესნოიმ შემატა ბრინჯაო და მცირე ოქროს მედალი და სულ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ამ დროისთვის 4 მედალი აქვთ მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად