A1 ბანერი

ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” მარაგი უკვე საქართველოშია

პრეპარატი, რომელიც უფასოდ უნდა გაიცეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საწყობში უკვე მიიტანეს, საიდანაც”პრეპარატი აფთიაქებზე და სამედიცინო დაწესებულებებზე გადანაწილდება.

“დაწყებულია “ტაიფლუს” ახალი მარაგის განაწილების პროცესი.გადანაწილდება ძირითადად სიმი მართულებით. ერთი მიმართულებაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები,რაიონებში,რომლებიც აქამდე გაცემდნენ მხოლოდ ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის და ზოგადად რისკ ჯგუფებისთვის.მეორე,ნაწილდება აფთიაქებში,მესამე თბილისში – საოჯახო მედიცინის ცენტრები,რომლებიც 24 საათი მუშაობენ.ეს 5 ცენტრი,მათ ახლა გააქვთუკვე “ტამიფლუს” საკმაო მარაგი.ისინი 6 საათისთვის დაიწყებენ პაციენტებზე “ტამიფლუს” გაცემას”,-განაცხადა სერგეეენკომ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის,ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს“ ახალი მარაგის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...