A1 ბანერი

ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუზე” ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასების დაწიეს

ე.წ “ღორის გრიპის” საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატის “ტამიფლუს” შეძენა მოქალაქეებს სააფთიაქო ქსელებში შეუძლიათ .”აიპრესსი” მედიკამენტის ფასის დასადგენად რამდენიმე სააფთიაქო ქსელს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, მედიკამენტ “ტამიფლუს” ღირებულებამ დაიკლო და 68.00 ლარს შეადგენს.

როგორც სააფთიაქო ქსელ პსპ-ში განაცხადეს ე.წ.”ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატი “ტამიფლუ“ გაიაფებულია და დღეის მონაცემებით 68,00 ლ ღირს.

“პრეპარატ ტამიფლუ არ გვაქვს,ჯერ არ შემოსულა,თუმცა, ღირებულება 68.00 ლარია.დღეს ველოდებით პრეპარატის შემოსვლას.კიდევ გაიაფდა ფასი,უფრო ძვირი ღირდა და ახლა გახდა 68.00 ლარი.წინასწარ არ ვიცით ეს ფასი მხოლოდ ფასდაკლების დღეებში იქნება თუ, მუდმივად შენარჩუნდება.დღევანდელ ფასს გვიჩვენებს,რომ არის 68.00 ლარი.”,-აცხადებენ პსპ-ში.

სააფთიაქო ქსელ “ავერსში” აცხადებენ,რომ მედიკამენტ “ტამიფლუს” ფასი 68.00 ლარია.ანალოგიურად აქაც,პრეპარატი გაიაფებულია,თავდაპირველი ფასი 99.00 ლარს შეადგენდა.

“68 ლარი ღირს “ტამიფლუ” მედიკამენტის თავდპირველი ფასი იყო 99.00 ლარი.გაიაფებულია ეს პრეპარატი.არ ვიცით ეს ფასი შენარჩუნდება თუ არა,თავიდან ღირდა 99.00 ლარი,შემდეგ 76.00, 71.00 ახლა 68.00 ლარი ღირს. დაიკლებს თუ მოიმატებს შემდეგში, ჯერ ვერ გეტყვით”,-განუცხადეს “აიპრესს” სააფთიაქო ქსელში.

“ჯიპისის” სააფთიაქო ქსელში კი განმარტავენ რომ,ამ ეტაპზე სააფთიაქო ქსელში მედიკამენტი არ აქვთ და დღის განმავლობაში შეივსება.

“ამ ეტაპზე ტამიფლუ ქსელში არ გვაქვს,უნდა შეივსოს ქსელი,ველოდებით,ამ ეტაპზე არ არის ტამიფლუ”,-აცხადებენ ჯიპისიში.

ცნობისთვის, ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ” სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ გაიცემა ბავშვებზეც, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც. “ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – “პე-ეს-პეში“, “ავერსში“, “ჯი-პი-სისა“ და “ფარმადეპოში“ იყიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...