ანტიტეტანური ვაქცინა უცხოელი მოხალისეებისთვისაც უფასოა

ანტიტეტანური ვაქცინა უფასოა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის, ვინც სტიქიის შედეგად დაზარელებული ტერიტორიის გასუფთავებაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათ შეუძლიათ მიაკითხონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს. რაც შეეხება კერძო კომპანიებში დაზღვეულ მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ უნაზღაურებს ვაქცინაციის ღირებულებას, მათაც შეუძლიათ მიაკითხონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ცნობისათვის, თბილისში, მოხალისეებსა და მაშველებს, რომელებიც სტიქიისგან დაზიანებულ უბნებში მუშაობდნენ და კანის დაზიანება მიიღეს, ტეტანუსის აცრის გასაკეთებლად დღის საათებში შეუძლიათ, მივიდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამატებით სერვისცენტებში, რომლებიც ვაკესა და საბურთალოს რაიონებში არის გახსნილი. მისამართი: მედკაპიტალი (გამრეკელის ქ. №19); ჯანმრთელობის ცენტრი (ალ. ყაზბეგის 14ბ); ვერე XXI(ქიაჩელის 18).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად