ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში გამოიყენებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში გამოიყენებენ.

საუბარია ტესტებზე, რომელიც შედეგს 15-20 წუთში იძლევა. ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, მომავალში მისი გამოყენების არეალი გაფართოვდეს.

„ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დაიხვეწა. ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასტური მისცა რამდენიმე კომპანიის წარმოების სწრაფ, ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, მათ შორის რასაც საქართველო ყიდულობს. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს სამხრეთ კორეის წარმოების ტესტი, რომელიც აღიარებულია ამ მაღალი ავტორიტეტის მქონე მარეგულირებლების მიერ. იცით, რომ მას ძირითადად ვიყენებდით სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე, ახლა იყო მსჯელობა, როცა გახშირდა შემთხვევები, რომ სწრაფი დიფერენციარული დიაგნოსიკისთვის აუცილებელია. ის გამოყენებული იქნება ამ ეტაპზე  ცხელების კლინიკებში სწორედ ამ ტრიაჟისთვის. როდესაც ადამიანი სასწრაფოთი ან თვითდინებით შედის ცხელების კლიუნიკაში, მას სწრაფი ტესტი ჩაუტარდება. ის 15-20 წუთში იძლევა პასუხს. დიდი ალბათობით, თუ დადებითია, ის ნიშნავს, რომ არის კოვიდინფიცირებული. შესაბამისად მოხდება ამ პაციენტის ტრიაჟი. ამ ეტაპზე ის გამოყენებული იქნება ცხელების კლინიკებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე შეიძლება, მისი გამოყენების არეალი გაფართოვდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად