ანთაძე: მწვავედ გავაპროტესტებთ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს

ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით დავაყენებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად, გუგუტიათკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას სოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს ხელოვნური უკანონო ბარიერები. ასევე მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის, ხელოვნურად ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს“, – აღნიშნა ანთაძემ.

ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...