ანტარქტიკის უმსხვილეს კვლევით სადგურზე ორი ადამიანი დაიღუპა

კვლევით სადგურ მაკ-მერდოზე, რომელიც ანტარქტიკაზე მდებარეობს, უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ The New York Times წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია ორი მუშა, რომლებიც შენობაში ცეცხლჩამქრობი სისტემის გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებდნენ.

მათი ცხედრები ვერტმფრენის პილოტმა აღმოაჩინა, რის შემდეგ მან ისინი მთაზე გადაიყვანა. პოვნის მომენტში ერთ-ერთი მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორეს სიცოცხლის ნიშანი აღენიშნებოდა, თუმცა მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მათი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით ცნობილ ი არ არის. მათ ცხედრებზე არც ძალადობის კვალია. აგრეთვე არ ვრცელდება ინფორმაცია მათი ვინაობის შესახებ. მათი ოჯახის წევრების და ახლობლები ყველაფრის საქმის კურსში არიან.

მაკ-მერდო ანტარქტიკაში არსებული უმსხვილესი დასახლებაა, იქ დაახლოებით 1,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს. იგი აგრეთვე კონტინენტზე მდებარე უმსხვილესი კვლევითი ცენტრია.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად