ანტარქტიკაში ორი რუსი დეპუტატი დაიკარგა

რუსეთის შესაბამისი სამსახურის უფროსი კი მათ მოძებნასა და ევაკუირებაზე უარს აცხადებს. 

რუს დეპუტატებთან, ალექსანდრ სიდიაკინთან და ოლეგ სავჩენკოსთან, კავშირი 24 საათის წინ გაწყდა და უცნობია მიაღწიეს თუ არა მათ დანიშნულების ადგილს.

რუსეთის ანტარქტიკული ექსპედიციის ხელმძღვანელი ვალერი ლუკინი მედიასთან აცხადებს, რომ ექსპედიცია ბიუჯეტიდან ფინანსდება და ექსპედიციის წევრებს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ეკრძალებათ. ის ასევე აცხდებს, რომ მათთან რაიმე განაცხადი ექსპედიციის შესახებ არ შესულა და სამაშველო ოპერაციისთვის ის კომპანია უნდა იყოს მზად, რომელმაც დეპუტატების ანტარქტიკაში წაყვანა ითავა.

რუსეთის „გოსდუმის“ დეპუტატები ანტარქტიკის ყველაზე მაღალი, ვინსონის მთაზე, ასვლის ექსპედიციაში მონაწილობდნენ.

კომენტარები
იტვირთება...