ანტალიის, მერსინის, ადანისა და მუღლას პროვინციაში გაჩენილი ხანძრის მხრივ მდგომარეობა ისევ რთულია

თურქეთის აღნიშნულ პროვინციებში მდგომარეობა ისევ რთულია, თუმცა სხვა 26 პროვინციაში ხანძრის 85 კერიდან 74 კონტროლის ქვეშაა.

ტყის ხანძრებს თურქეთის სამხრეთ ნაწილში უკვე ოთხი დღეა ებრძვიან. გარდაცვლილია ოთხი და დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი.

სტამბოლის პროვინციის გბერნატორმა 31 აგვისტომდე ტყეში შესვლა აკრძალა, რათა თავიდან აიცილონ ახალი კერების გაჩენა.

კომენტარები
იტვირთება...