ანტალიაში, საავადმყოფოში კონდიციონერის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ანტალიის ერთ-ერთ კერძო საავადმყოფოში, კონდიციონერი აფეთქდა. ინფორმაციას თურქული ტელეარხი NTV ავრცელებს. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ტელეარხი CNN Turk აღნიშნავს, ინციდენტი საავადმყოფოს ტექნიკური დეპარტამენტის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით, 09:30 საათზე მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, სახანძრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

მეტეოროლოგების ცნობით, ამჟამად ანტალიაში 28 გრადუსია, პარასკევს კი ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსს აღემატება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...