ანსამბლმა ”შავნაბადამ” დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიიღო

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტზე სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარსდგა.

ფოლკლორულმა ანსამბლმა ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე უნიკალური მუსიკალური ნიმუშები წარმოადგინა.
ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად კონცერტზე მონაწილეობას ანსამბლი “ერისიონი” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლებიც იღებდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა.

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად